ძებნა

გამოკითხვა
მიმდინარე გამოკითხვა არ არის
წინა გამოკითხვები

COC Netherlands

ILGA Europe

TOP.GE

ფონდი
მისია
ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელშიც სექსუალური ორიენტაცია და გენდერული თვითგამოხატვა არ იქნება დისკრიმინაციის საფუძველი, ვინაიდან დემოკრატიული, მდგრადი და სრულფასოვანი საზოგადოება წარმოუდგენელია ლესბოსური, გეი, ბისექსუალური ორიენტაციისა და ტრანსგენდერულ ადამიანთა (ლგბტ), ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სოციალური ჯგუფის სრული ინტეგრაციის გარეშე.

მიზანი
ჩვენი მიზანია საქართველოში ლგბტ ჯგუფის სრული ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებაში ჰომოფობიის დაძლევის, უფლებათა ადვოკატირებისა და ჯგუფის სამოქალაქო აქტივობის გაზრდის გზით.

საქმიანობა
მიზნის მისაღწევად ფონდი თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:

ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელთათვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა ადვოკატირებისა და ლობირების გზით
ლგბტ-თათვის იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა უფლებათა დარღვევების გამოვლენის, სათანადო კონსულტირებისა და ადვოკატირების გზით
ლგბტ ჯგუფის ჩამოყალიბებისა და გაძლიერების ხელშეწყობა ჯგუფის წევრთა ინფორმირებულობის ამაღლების, სტიგმის დაძლევისა და სხვადასხვა ინიციატივების წახალისების გზით
ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობის შესუსტება ლგბტ ჯგუფის შესახებ ადექვატური ინფორმაციის გავრცელების გზით
ლგბტ საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი ბაზის შექმნის ხელშეწყობა კვლევების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებისა და ერთიანი საინფორმაციო რესურსების შექმნის გზით
ლგბტ ჯგუფში ჯანსაღი ცხოვრების პრაქტიკის დანერგვა საინფორმაციო კამპანიის წარმართვის, თავდაცვის საშუალებების პოპულარიზაციისა და გავრცელების გზით
ჩვენზე | პროგრამები | თემა | პუბლიკაციები | პარტნიორები | ბმულები | საიტის რუკა | კონტაქტი